Accessibility links

logo-print

უკრაინა აცხადებს, რომ აღმოსავლეთში შეაჩერა საბრძოლო მოქმედებები


უკრაინის მთავრობის ძალები და პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტები აცხადებენ, რომ იცავენ „დუმილის დღეს“, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის აღმოსავლეთში ბრძოლის შეჩერებას. უკრაინის არმიის პრესმდივანმა 9 დეკემბერს განაცხადა, რომ მთავრობის ძალებმა „შეაჩერეს ყველა საბრძოლო მოქმედება და მზად არიან დუმილის დღისთვის.“ პრესმდივანმა დასძინა, თუ სეპარატისტები იერიშს განახორციელებენ, საპასუხოდ ცეცხლს გავხსნითო. პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტები, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის პროვინციების ნაწილებს აკონტროლებენ, აცხადებენ, რომ ისინიც დაიცავენ დაწესებულ პირობებს. 9 დეკემბრის ცეცხლის შეწყვეტის გეგმა გამოაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ - მისი თქმით, ეს გათვალისწინებულია მინსკში 5 სექტემბერს მიღწეულ საზავო შეთანხმებაში.

XS
SM
MD
LG