Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონის ხელმძღვანელი ერაყს სტუმრობს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჩაკ ჰეიგელი ბაღდადში ჩავიდა მოულოდნელი ვიზიტით. 2011 წლის დეკემბრის შემდეგ , როცა აშშ-მა თავისი სამხედრო მისიის დასრულება აღნიშნა, ეს პენტაგონის ხელმძღვანელის პირველი ვიზიტია ერაყში. ჰეიგელი მოლაპარაკებებს გამართავს ერაყის მთავრობის წარმომადგენლებთან და შეხვდება ამერიკელ სამხედრო სარდლებს. ჰეიგელი გადადგა 24 ნოემბერს, თუმცა თანამდებობაზე რჩება მანამ, სანამ მის შემცვლელს დაამტკიცებენ. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჰეიგელის შემცვლელად ეშტონ კარტერი წარადგინა.

XS
SM
MD
LG