Accessibility links

logo-print

CIA-ს შესახებ ანგარიში ქვეყნდება უსაფრთხოების ზომების გაძლიერების ფონზე


მსოფლიოს გარშემო აშშ-ის ობიექტებზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები იმ ფონზე, როცა სენატმა უნდა გამოაქვეყნოს ანგარიში, რომელიც ეხება დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მიერ ჩატარებულ საიდუმლოდაკითხვებს. თეთრმა სახლმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ საელჩოები და სხვა დაწესებულებები ზომებს იღებენ, რადგან გარკვეული ფაქტორები მიანიშნებს „გაზრდილ საფრთხეზე.“ ანგარიშში, რომელიც 9 დეკემბერს გამოქვეყნდება, იქნება ინფორმაცია დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მიერ ალ-ყაიდის წევრობაში ეჭვმიტანილთა დაკითხვების შესახებ ევროპასა და აზიაში მდებარე საიდუმლო ადგილებში, 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდგომ წლებში. გავრცელებული ცნობებით, ანგარიშში ნათქვამია, რომ დაკითხვის უხეშ ფორმებს არ მოჰყოლია სასურველი შედეგი. დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დაკითხვების პროგრამა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეაჩერა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2009 წელს და აღიარა, რომ მეთოდები, რომლებსაც იყენებდნენ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დასაკითხად, წამებას უტოლდებოდა.

XS
SM
MD
LG