Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინას კვლავ მიეწოდება რუსეთის გაზი


უკრაინას კვლავ მიეწოდება რუსეთიდან გაზი, ექვსთვიანი შეფერხების შემდეგ. უკრაინის გაზის ტრანსპორტირების ქსელის, უკრტრანსგაზის ხელმძღვანელმა, მაქსიმ ბელიავსკიმ 9 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთიდან უკრაინისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია. ბელიავსკის თქმით, უკრაინა მიმდინარე თვეში ყოველდღიურად მიიღებს 43.5 მილიონ კუბურ მეტრ გაზს. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული კომპანია გაზპრომი ადასტურებს უკრაინისთვის გაზის მიწოდების აღდგენას, მას შემდეგ, რაც უკრაინისგან წინასწარ მიიღო 378 მილიონი დოლარი, დეკემბრისთვის გათვალისწინებული 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზისთვის.რუსეთმა უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტა ივნისში - იმ ფონზე, როცა გაიზარდა დაძაბულობა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობის და მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსირების შემდეგ. გაზპრომს მიზეზად მოქონდა გაზის თაობაზე უკრაინის მრავალმილიონიანი დავალიანება და სამომავლო მიწოდებისთვის წინასწარ ითხოვდა საფასურის დაფარვას. გაზის მიწოდების აღდგენა მოჰყვა 30 ოქტომბერს გაფორმებულ შეთანხმებას რუსეთს, უკრაინასა და ევროკავშირს შორის, რომელიც უკრაინისთვის ზამთარში გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.

XS
SM
MD
LG