Accessibility links

logo-print

ჰაიგელი: აშშ-ს ერაყში მხოლოდ მხარდამჭერის ფუნქცია აქვს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ჩაკ ჰეიგელის განცხადებით, აშშ-ს ერაყში მხოლოდ მხარდამჭერის როლის შესრულება შეუძლია, ხოლო ერაყის ძალებმა თავად უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებთან ბრძოლაში და სხვა გამოწვევებთან გამკლავებაში. ჰეიგელი ბოლო ვიზიტს ახორციელებს პენტაგონის ხელმძღვანელის რანგში. ეს განცხადება მან ბაღდადში გააკეთა, ერაყში მოულოდნელად ჩასვლის შემდეგ. ჰეიგელის თქმით, აშშ წვრთნის, ეხმარება და რჩევებს აძლევს ერაყის ძალებს, მაგრამ პროგრესის გზა ბაღდადში ინკლუზიური მთავრობის ფორმირებაა. ჰეიგელი გადადგა 24 ნოემბერს, თუმცა თანამდებობაზე რჩება მანამ, სანამ მის შემცვლელს დაამტკიცებენ. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჰეიგელის შემცვლელად ეშტონ კარტერი წარადგინა.

XS
SM
MD
LG