Accessibility links

logo-print

ადვოკატი: პატიმრობაში მყოფ აზერბაიჯანელ უფლებადამცველს სიარული უჭირს


აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ლეილა იუნუსის ადვოკატი აცხადებს, რომ აქტივისტს უჭირს სიარული და სუნთქვა. 9 დეკემბერს, იუნუსის წინასწარი პატიმრობის საპატიმროში მონახულების შემდეგ ადვოკატმა, რამიზ მამადოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მას 30 წუთი დასჭირდა 50 მეტრის სიგრძის დერეფნის გასავლელად. ადვოკატის თქმით, იუნუსს, რომელსაც C ჰეპატიტი აქვს, ციხეში საჭირო მედიკამენტების რეცეპტი არ მიუღია და ახლა პრობლემა აქვს პრეპარატების გარედან შეტანისას. იუნუსს სამედიცინო შემოწმების შედეგების გაცემაზეც უარი უთხრეს. მამადოვის თქმით, მას ეუბნებიან, რომ დიაბეტის და წნევის მისი მაჩვენებლები ნორმალურია, თუმცა სინამდვილეში ისინი ნორმაზე მაღალია. იუნუსი მათ პასუხობს, თქვენ მატყუებთო - ამბობს ადვოკატი. 58 წლის იუნუსი და მისი მეუღლე ივლისში და აგვისტოში დააპატიმრეს, შესაბამისად - ქვეყნის ღალატის და სხვა ბრალდებების საფუძველზე. პატიმრები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ, დასავლეთის ქვეყნების მთავრობები გამოდიან მათი გათავისუფლების მოწოდებით.

XS
SM
MD
LG