Accessibility links

logo-print

ODIHR-ი აქვეყნებს საქართველოს სასამართლო სისტემის მონიტორინგის ანგარიშს


ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) 9 დეკემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს სასამართლო სისტემის მონიტორინგის შესახებ. მონიტორინგი განხორციელდა საქართველოს მოქმედი მთავრობის მიწვევით, დაიწყო 2013 წლის თებერვალში და მოიცვა ყოფილი მაღალჩინოსნების 14 სისხლის სამართლის საქმე. ანგარიშში საუბარია სამართლიანი სასამართლოს რამდენიმე უფლებასთან მიმართებით არსებულ ხარვეზებზე, მათ შორის მხარეთა თანასწორობის და უდანაშაულობის პრეზუმფციის მიმართ. ამასთან, ანგარიში აღნიშნავს საკანონმდებლო ხარვეზებსაც - მაგალითად, დაუსწრებლად გასამართლების შემთხვევაში. ანგარიში მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს. ODIHR-ის დირექტორი, მაიკლ ლინკი იმედს გამოთქვამს, რომ ანგარიში ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო მეტ კონსოლიდაციას.

XS
SM
MD
LG