Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა „თბილისობის“ ხარჯებს შეისწავლის


საქართველოს მთავარი პროკურატურა „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებულ შესყიდვების საქმეზე გამოძიებას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მითვისება-გაფლანგვის მუხლებით აწარმოებს. გამოძიება ამ ეტაპზე შეისწავლის მერიის მიერ გადაგზავნილ დოკუმენტაციას. თბილისის ვიცე-მერმა ალექსანდრე მარგიშვილმა განაცხადა: „ვთხოვეთ პროკურატურას, თბილისობის აღნიშვნასთან დაკავშირებული ხარჯების შესწავლა, გადავაგზავნეთ დოკუმენტაცია და პროკურატურაში დაიწყეს შესწავლა. მინდა გითხრათ, რომ დარღვევა არ არის, მაგრამ ჩვენი მიდგომაა, რომ როდესაც საზოგადოებაში ჩნდება კითხვები, არ დავტოვოთ ეს კითხვები უპასუხოდ“.

XS
SM
MD
LG