Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობს ხადიჯა ისმაილოვას მხარდამჭერი აქციები


თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობს რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას მხარდამჭერი აქციები. მისი დაკავების გამო ქართული მედიასაშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროტესტს გამოთქვამენ თბილისში აზერბაიჯანის საელჩოსთან და ბათუმში აზერბაიჯანის საკონსულოსთან. 5 დეკემბერს ბაქოს სასამართლომ ხადიჯა ისმაილოვას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ერთ-ერთი მოქალაქის სარჩელის საფუძველზე, რომელიც ხადიჯა ისმაილოვას ბრალს სდებს თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაში. გარდა ამ საქმისა, აზერბაიჯანის პროკურატურა ისმაილოვას ადანაშაულებს სოციალური მედიით გავრცელებაში იმ დოკუმენტებისა, რომელთა თანახმად, სპეცსამსახურები უკანონოდ უთვალთვალებდნენ ოპოზიციის აქტივისტს და სექსუალური ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალით აშანტაჟებდნენ, რათა მიეღოთ ინფორმაცია ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების შესახებ. თავად ხადიჯა ისმაილოვა ბრალს არ აღიარებს და მის მიმართ დაწყებულ გამოძიებას აზერბაიჯანში სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების დევნის კამპანიის ნაწილად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG