Accessibility links

logo-print

თამარ ბერუჩაშვილი რეჯეპ ტაიპ ერდოანს შეხვდა


თურქეთში ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოანს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას საუბარი იყო ორი ქვეყნის პარტნიორობის გაღრმავებასა და უმაღლესი სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნაზე, რომლის პირველი სხდომა მომავალი წლის პირველ ნახევარში გაიმართება საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით. თამარ ბერუჩაშვილმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა რეგიონული მასშტაბის ენერგეტიკული პროექტების წარმატებით გაგრძელების აუცილებლობაზეც იმსჯელეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას თურქეთის პრეზიდენტმა კვლავ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ.

XS
SM
MD
LG