Accessibility links

logo-print

ერაყის პარლამენტის ერთადერთი იეზიდი დეპუტატი დახმარებას ითხოვს


ერაყის პარლამენტის ერთადერთმა იეზიდმა წევრმა მოუწოდა აშშ-ს, გააძლიეროს თავისი მცდელობა, დახმარება გაუწიოს მის თემს ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტული დაჯგუფების ძალადობრივი ქმედების წინააღმდეგ. ვიან დახილმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ აშშ უნდა დაეხმაროს იეზიდებს ისლამური სახელმწიფოს მიერ მძევლად აყვანილი ხუთი ათასი ქალის და გოგონას განთავისუფლებაში. დახილის თანახმად, აშშ-მა ეს ადამიანები უნდა გამოიხსნას სამხედრო ან სხვა გზით. მისი მოწოდებით, აშშ უნდა დაეხმაროს იეზიდებს იარაღით, რათა მათ თავი დაიცვან თავდასხმებისგან. დახილი ვაშინგტონში იყო და იქ წარდგა სენატის ქვეკომიტეტში მოსმენებზე. ის აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს ხვდება.

XS
SM
MD
LG