Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილი: ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველომ შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია


პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, წლევანდელი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველომ რეგიონის მასშტაბით შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია, რადგან გაცილებით ძლიერი ეკონომიკის მქონე ზოგიერთ ქვეყანას საქართველოზე ნაკლები ზრდა აქვს. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წლის ბოლომდე მინიმუმ 5,2%-ს მიაღწევს. „არცერთ ჩვენს ოპონენტს არ აქვს საფუძველი თქვას, რომ ქვეყანაში ეკონომიკის, ან ლარის კრიზისია, რადგან რთულ ვითარებაში შევძელით წარმატებული პოლიტიკის განხორციელება“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

XS
SM
MD
LG