Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ ხადური 2014 წლის ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულდებას ვარაუდობს


საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ინფორმაციით, საგადასახადო შემოსავლების მხრივ მობილიზებულია გეგმაზე დაახლოებით 70 მილიონი ლარით მეტი და 2014 წლის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, გადაჭარბებით შესრულდება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ხადურმა აღნიშნა, რომ იყო გარკვეული ჩამორჩენა გრანტების და კრედიტების თვალსაზრისით, მაგრამ თანხის ნაწილი უკვე ჩარიცხულია და მას დეკემბერში დაემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, მსოფლიო ბანკიდან და აზიის განვითარების ბანკიდან მისაღები თანხაც. „ასე რომ, წლევანდელი ბიუჯეტი იქნება შესრულებული 100%-ით და ცოტა მეტის იმედიც გვაქვს“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტის ათვისების მიმართულებითაც უკეთესი მდგომარეობაა და ბოლო პერიოდში გააქტიურდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რისთვისაც თვეში დაახლოებით 125-130 მილიონი ლარი იხარჯება. რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს, ნოდარ ხადურის განცხადებით, აჟიოტაჟი ჩაცხრა და ამერიკულ დოლართან მიმართებით ლარის კურსი ეტაპობრივად ქვევით იწევს.

XS
SM
MD
LG