Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა მინისტრი მოკვდა ისრაელის ჯართან დაპირისპირების დროს


პალესტინელთა ავტონომიის მინისტრი მოკვდა ისრაელის სასაზღვრო პოლიციასთან შეტაკებისას, როცა მინისტრი იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელთა ტერიტორიაზე ისრაელის მიერ დასახლებების მშენებლობის წინააღმდეგ აქციაში იღებდა მონაწილეობას.ზიაბ აბუ ეინი, 55 წლის უპორტფელო მინისტრი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გართულ აქციაში შეტაკებაში მოხვდა. როიტერსის ფოტორეპორტიორის თქმით, მინისტრს დაპირისპირება ჰქონდა ისრაელის სასაზღვრო პოლიციელთან, რომელმაც მას კისერში ჩაავლო ხელი და მცირე ხნით ასე ეჭირა. ფრანც პრესის კორესპონდენტის ნაამბობით, ისრაელის არმიამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა და ისრაელის სამმა ჯარისკაცმა მინისტრს მკერდში დარტყმა მიაყენეს. მინისტრი ძირს დაეცა და საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. არ არის ცხადი, რამ გამოიწვია სიკვდილი. პალესტინელთა პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ინციდენტს უწოდა ბარბაროსული აქტი, რომელზეც შეგვიძლია „დავდუმდეთ ან რომელსაც შეგვიძლია შევეგუოთო“. აბასის თქმით, ის გამოძიებისთვის სათანადო ნაბიჯებს გადადგამს.

XS
SM
MD
LG