Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის დისკუსიაზე საუბარი შეეხო მოსკოვსა და სოხუმს შორის შეთანხმებასაც


ჟენევაში დასრულდა საერთაშორისო დისკუსიების 30-ე რაუნდი, რომლის მსვლელობაშიც საუბარი შეეხო საქართველოში ოკუპაციის კონტექსტში უსაფრთხოებასთან და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეუთოს პრესრელიზში, რომელიც ჟენევის დისკუსიის დასრულების შემდეგ გავრცელდა, ნათქვამია, რომ ყველა მონაწილემ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა ჟენევის დისკუსიის ფორმატით შეხვედრების გაგრძელების მიმართ. რაც შეეხება 30-ე რაუნდს, პრესრელიზში ნათქვამია, რომ სამუშაო ჯგუფის მონაწილეთა მიერ განხილულ საკითხებს შორის იყო უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება მას შემდეგ, რაც მოსკოვმა და სოხუმმა 2014 წლის 24 ნოემბერს გააფორმეს „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება“. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ამავე ჯგუფში განაგრძეს მუშაობა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების პროექტზე. ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში იმსჯელეს გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულთან პრობლემებზე, ისევე როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაზე, განათლებისა და წყალმომარაგების პროექტებზე. წამოიჭრა ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა პრობლემებიც. ეუთოს პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ ჟენევის დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ დისკუსიის მორიგი რაუნდის 17-18 მარტს გამართვაზე.

XS
SM
MD
LG