Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევმა და სეპარატისტებმა ვერ შეძლეს მოლაპარაკებების განახლება


უკრაინის ხელისუფლებამ და პრო-რუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა ვერ შეძლეს მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყება. თუმცა, უკრაინის ხელისუფლებამ კიდევ ერთი დღით გააგრძელა ცეცლის შეწყვეტის რეჟიმი. უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ, რომელიც კიევის ინტერესებს წარმოადგენს, განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, რომელიც მინსკში უნდა გამართულიყო, აღარ შედგება, რადგან სეპარატისტებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინა შეთანხმებები. კუჩმა ვერ ხედავს დონბასში არსებულ ვითარებაზე სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის უახლოეს დღეებში შეხვედრის აზრს. „იმ პირობებში, როცა მეორე მხარეს არ შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველყოფა, შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ“, - განუცხადა კუჩმამ „ინტერფაქს-უკრაინის“ ჟურნალისტს. „საქმით გვაჩვენონ, რომ მშვიდობა სურთ და არა - ომი, რომ სრულად აკონტროლებენ თავიანთ შეიარაღებულ ფორმირებებს“ - განაცხადა კუჩმამ.

XS
SM
MD
LG