Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აღარ მართავს ციხეებს ავღანეთში


10 დეკემბერს პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ აღარ მართავს თავისუფლების აღკვეთის ობიექტებს ავღანეთში. პარვანის დაკავების ცენტრის ბოლო სამი ტუსაღიდან ორი ავღანეთის ციხეში გადაიყვანეს, ერთი კი გაათავისუფლეს და სხვა ქვეყანაში განსახლებას ელოდება. ციხეში გადაყვანილთა შორის არის რედა ალ-ნაჯარი, რომელიც აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს მიერ გაძლიერებული მეთოდებით დაკითხვის ობიექტი იყო. ამის შესახებ აშშ-ის სენატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია. პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, ამიერიდან ავღანეთში არსებულ სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაზე პასუხს ავღანეთის ხელისუფლება აგებს.

XS
SM
MD
LG