Accessibility links

პოროშენკო რუსეთს მოუწოდებს ჯარის გაყვანისკენ


11 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთს მოუწოდა სეპარატისტების ხელშეწყობის შეწყვეტისა და უკრაინის ტერიტორიიდან ყველა ჯარისკაცის გაყვანისკენ. პოროშენკო რუსეთს მოუწოდებს აგრეთვე ორ ქვეყანას შორის საზღვრის ჩაკეტვისკენ, რაც, პოროშენკოს აზრით, რამდენიმე კვირაში „უკრაინას მშვიდობასა და სტაბილურობას“ მოუტანს. უკრაინის პრეზიდენტი ავსტრალიაში იმყოფება. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ტონი ებოტმა გამოხატა ავსტრალიის „ღრმა სოლიდარობა თავისუფალი უკრაინის მიმართ“.

XS
SM
MD
LG