Accessibility links

logo-print

საგარეო საქმეთა სამინისტრო დესტრუქციულს უწოდებს თიბილოვის განცხადებას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დესტრუქციული უწოდეს სამხრეთ ისეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებას რუსეთთან მომავალ ხელშეკრულებაზე. 10 დეკემბერს თიბილოვმა ცხინვალში ჟურნალისტებს აცნობა, რომ რუსეთთან ახალ შეთანხმებაზე მუშაობა დაწყებულია და პირადად მისი წინადადებაა, რომ მომავალი ხელშეკრულება განიხილებოდეს ფართო დიაპაზონში, დაწყებული რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გაერთიანებით და დასრულებული სახელმწიფოთა პოლიტიკური თანაარსებობის სხვა ფორმებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, ქვეყნის პარტნიორები უკვე ინფორმირებული არიან, რომ აფხაზეთის შემდეგ მოსკოვი ცხინვალის რეგიონთანაც გეგმავს ხელშეკრულების გაფორმებას. დღევანდელ ბრიფინგზე დავით კერესელიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ მუშაობა როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ფორმატებით გრძელდება. „ჩვენ შეშფოთებით გავეცანით ამ განცხადებას, რომელიც სრულიად დესტრუქციულია როგორც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების, ისე რუსეთის მხრიდან, რომლის ძალისხმევითაც ხდება ასეთი განცხადებების გაკეთება“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. დავით კერესელიძის განცხადებითვე, შექმნილ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლების ქმედითი ბერკეტია მოლაპარაკებები, განგაშის ატეხა და საერთაშორისო მხარდაჭერის მოთხოვნა.

XS
SM
MD
LG