Accessibility links

logo-print

გაიფიცნენ კომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" თანამშრომლები


გაფიცვას გამაგრძობენ კომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" თანამშრომლები. მათ დღეს საპროტესტო აქცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესასავლელთან გამართეს და განაცხადეს, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ხვალ საღამოს აეროპორტის პარალიზებას მოახდენენ. გაფიცულები მოითხოვენ, რომ რუსეთის ავიაკომპანიებს აღარ ჰქონდეთ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით შეუზღუდავად ფრენის უფლება, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა აღდგეს 2006 წლის ნოემბრამდე არსებული პირობებით, ეკონომიკის სამინისტროსგან დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და კომპანია "ჯორჯიან ეარვეისს" აღუგდეს საქართველოს წინა მთავრობის მიერ ჩამორთმეული ფლაგმანის სტატუსი. გაფიცულები ასევე მოითხოვენ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან დაითხოვონ საქართველოს ყოფილი მთავრობის მიერ დანიშნული კადრები და შეიცვალოს საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ მიღებული ნორმატიული აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქართული ავიაკომპანიების ინტერესებს."ჯორჯიან ეარვეისის" გაფიცული თანამშრომლები ხვალ საპროტესტო აქციას გამართავენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან.

XS
SM
MD
LG