Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ინდოეთში იმყოფება ენერგეტიკის და ვაჭრობის სფეროებში კავშირების გასაღრმავებლად


რუსეთში ეკონომიკური სირთულეების და დასავლეთთან დაძაბული კონფრონტაციის ფონზე, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 11 დეკემბერს ინდოეთის ლიდერებს შეხვდა ვიზიტის ფარგლებში, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ატომური ენერგიის და თავდაცვის სფეროებში შეთანხმებებს მოიტანს. პუტინმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ პირისპირ შეხვედრისას განიხილეს ვაჭრობასთან და ენერგეტიკულ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები. პუტინმა დელისა და მოსკოვის ურთიერთობას უწოდა „პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობა“ და განაცხადა, რომ მისი ვიზიტისას პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა რამდენიმე ახალი ატომური ელექტროსადგურის აგება და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა რუსეთის მიერ წარმოებული იარაღის ვეტერან მყიდველთან. „განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროებში კავშირების გაღრმავებას და ორმხრივი ინვესტიციების გახშირებასო“, განაცხადა პუტინმა. თუმცა, 2013 წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა მხოლოდ 10 მილიარდი დოლარის ოდენობის იყო, მიუხედავად მეგობრული კავშირებისა, რომლებიც საბჭოთა ეპოქიდან იღებს სათავეს.

XS
SM
MD
LG