Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო მოსკოვს მოუწოდებს გაიყვანოს სამხედროები


უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა ქვეყნის აღმოსავლეთში და უკრაინის მიწიდან გაიყვანოს რუსეთის სამხედროები. ამასთან, პოროშენკო რუსეთს სთხოვს დახუროს ორ ქვეყანას შორის საზღვარი და დასძენს, რომ ეს ნაბიჯი უკრაინაში „მშვიდობას და სტაბილურობას“ რამდენიმე კვირაში დაამყარებს. მოსკოვი უარყოფს კონფლიქტში რაიმე როლის შესრულებას. პოროშენკო ამ განცხადებებით გამოვიდა 11 დეკემბერს, ავსტრალიაში ვიზიტისას. მელბურნში, პოროშენკოსთან ერთად საუბრისას ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ტონი ებოტმა გამოთქვა მისი ქვეყნის „ღრმა სოლიდარობა თავისუფალი უკრაინისადმი.“ ორი ლიდერის გამოსვლის ფონი იყო უკრაინის სამხედროებსა და სეპარატისტების ძალებს შორის განახლებული შეტაკებები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენა ზავის შენარჩუნების პერსპექტივა ე.წ. „დუმილის დღის“ შემდეგ. კიევმა სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვა გამორიცხა მანამ, სანამ მეამბოხეები სრულად შეწყვეტენ ცეცხლს.

XS
SM
MD
LG