Accessibility links

რუსეთმა და ინდოეთმა გააფორმეს ენერგეტიკული შეთანხმებები


რუსეთმა და ინდოეთმა გააფორმეს ახალი შეთანხმებები, რომლებიც ითვალისწინებს რუსეთის მხრიდან ინდოეთში ატომური ელექტროსადგურების მშენებლობაში მონაწილეობას და საწვავით მომარაგებას. შეთანხმებები გაფორმდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის განცხადებით, რუსეთის სახელმწიფო ატომურ კომპანია როსატომსა და ინდოეთის ბირთვული ენერგიის კორპორაციას შორის გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს კიდევ 10 რეაქტორის აგებას ინდოეთის ატომური ელექტროსადგურებისთვის. ამასთან, რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია როსნეფტმა და ინდოეთის კომპანიამ გააფორმეს წინასწარი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც რუსეთმა ინდოეთს მომავალი ათწლეულის განმავლობაში 10 მილიონამდე ტონა ნავთობი უნდა მიაწოდოს.

XS
SM
MD
LG