Accessibility links

logo-print

რუსეთის ცენტრალური ბანკი ზრდის საპროცენტო განაკვეთს


რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მთელი ერთი პროცენტით გაზარდა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ახლა 10,5 პროცენტს უტოლდება, რათა გააძლიეროს გაუფასურების პროცესში მყოფი რუბლი და შეანელოს ფასების ზრდა.საპროცენტო განაკვეთის გაზრდის შესახებ 11 დეკემბერს გამოცხადდა, იმ ფონზე, როცა ბანკი ვარაუდობს, რომ ინფლაცია მომავალ წელს 10 პროცენტს მიაღწევს და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შეჩერდება 2016 წელს. რუბლს და რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულ ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ნავთობის ფასების შემცირებამ და სანქციებმა, რომლებიც აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა დააწესეს, მოსკოვის მიერ უკრაინაში ჩარევის გამო. მარტის შემდეგ - რაც რუსეთმა ყირიმის ანექსირება მოახდინა - ბანკმა საპროცენტო განაკვეთი გააორმაგა, მაშინდელი 5.5 პროცენტიდან. რუბლი მიმდინარე წელს დაახლოებით 40 პროცენტით გაუფასურდა.

XS
SM
MD
LG