Accessibility links

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჩეინი გმობს წამების შესახებ ანგარიშს


აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, დიკ ჩეინიმ მკაცრად გააკრიტიკა სენატის ანგარიში, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი „ტერორიზმის წინააღმდეგ ომის“ პირობებში დაკავებული პირების წამება. ჩეინი ვიცე-პრეზიდენტი იყო ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში, როცა გამოყენებული იყო დაკითხვის სასტიკი, „გაძლიერებულად“ წოდებული მეთოდები. მან აშშ-ის ტელეკომპანია ფოქს ნიუსს განუცხადა, რომ დაკითხვების პროგრამა აბსოლუტურად გამართლებული იყო.ჩეინიმ უარყო ინფორმაცია, რომ ბუშს სრული ინფორმაცია არ ჰქონდა და განაცხადა, ის რეალურად ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო, პროგრამამას უნდა დაემტკიცებინაო. ჩეინის თქმით, ბუშმა იცოდა ყველაფერი, რაც უნდა ცოდნოდა და რისი ცოდნაც სურდა - „ის სრულად იყო ინფორმირებულიო.“, განაცხადა მან. ამასთან, ჩეინის შეფასებით, გამოძიება ღრმა ხარვეზებით წარიმართა, ანგარიში კი „საშინელია“ და „სისულელეებით სავსე.“ 500 გვერდისგან შემდგარი ანგარიში, რომელიც 9 დეკემბერს გამოქვეყნდა, ამბობს, რომ დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მიერ ალ-ყაიდის წევრობაში ეჭვმიტანილთა დაკითხვა გაცილებით უფრო სასტიკი იყო, ვიდრე აქამდე იყო აღიარებული და მას საჭირო ინფორმაციის მიღება არ მოუტანია. დოკუმენტი ასკვნის, რომ დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ განზრახ შეცდომაში შეიყვანა კონგრესი და თეთრი სახლი ინ ინფორმაციის ღირებულების თაობაზე, რომელსაც დაკითხვებით მოიპოვებდნენ.

XS
SM
MD
LG