Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაიმართა


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. სტუმრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი მრავალ საკითხს, მათ შორის ორ ქვეყანას შორის სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხს შეეხო. კერძოდ, ორმხრივად დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის საკითხს. "ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ სავაჭრო რეჟიმის შენარჩუნებას და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის, როგორც ორ მეგობარ ქვეყანას შორის, არსებობს ურყევი ნება და მისწრაფება, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთობები და ურთიერთხელსაყრელი კავშირი. შეგახსენებთ იმასაც, რომ ერევანში ჩემი ვიზიტის დროს გავაჟღერეთ კიდევ ერთი ხიდის აშენების შესახებ, რომელსაც სიმბოლურად ვუწოდეთ "მეგობრობის ხიდი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა

XS
SM
MD
LG