Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ტელეკომპანია „ალ ჯაზირის“ კორესპონდენტი დაიღუპა


მახრან ალ დირი მეოთხე ჟურნალისტი გახდა, რომელიც მიმდინარე კვირის განმავლობაში სირიაში დაიღუპა. იგი არაბულენოვანი ტელეკომპანია „ალ ჯაზირის“ კორესპონდენტი იყო და სამთავრობო ჯარებსა და მეამბოხეებს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს დერაას პროვინციაში აშუქებდა. მახრან ალ დირი იმ დროს დაიღუპა, როდესაც მისი ავტომობილი, რომელსაც უსაფრთხოების მიზნით ჩამქრალი ფარებით მართავდა, ექსტრემისტის ავტომობილს შეეჯახა. ნიუ იორკში მდებარე ჟურნალისტთა უფლებების დამცველი კომიტეტის ინფორმაციით, კონფლიქტის გაშუქების დროს, რომელიც მეოთხე წელია გრძელდება, სირიაში 70 ზე მეტი ჟურნალისტი დაიღუპა. მათი უმრავლესობა სირიელები იყვნენ.

XS
SM
MD
LG