Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაფიცული ქართული ავიაკომპანია ხვალიდან მუშაობას განაახლებს


კომპანიამ "ჯორჯიან ეარვეისი", ხვალიდან თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ავიარეისების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ გაიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებები შედგა და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ იქნა მიღებული.
"ჩვენი მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილეს. ორშაბათიდან ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ დააკმაყოფილებენ დანარჩენ მოთხოვნებსაც. თუ არ დააკმაყოფილებენ ორშაბათიდან ან არ დაიწყებენ ამ პროცესს, ისევ გაგრძელდება აქციები", - აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა. "ჯორჯიან ეარვეისის" წარმომადგენლები რამდენიმე დღეა აქციებს მართავდნენ. ისინი შვიდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვდნენ. მათ შორის ერთ-ერთი მოთხოვნა სასწრაფოდ გაუქმდეს რუსეთის ფედერაციაში გაგზავნილი 8 ივლისის ნოტა, რომლითაც რუსეთის ავიაკომპანიებს მიენიჭათ შეუზღუდავი უფლება თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებზე.

XS
SM
MD
LG