Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიელი კაცი აცხადებს, რომ ის სერიული მკვლელია


ბრაზილიის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც 42 ადამიანის მკვლელობა აღიარა ბოლო ათი წლის განმავლობაში. პოლიციამ საილსონ ჟოზე დას გრაკასი ქალაქის გარეუბანში ქალის მკვლელობისთის დააკავა. მან კი დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ კიდევ 37 ქალი, სამი კაცი და ორი წლის გოგონა ჰყავდა მოკლული. პოლიცია აცხადებს, რომ მათ მსხვერპლების გვამების ძებნა დაიწყეს და ამ დრომდე ოთხი აღმოაჩინეს. საილსონ ჟოზე დას გრაკასი ამბობს, რომ ის ადამიანებზე გასართობად ნადირობდა და იმუქრება, რომ თუ ოდესმე ციხიდან გამოვა, მკვლელობებს გააგრძელებს.

XS
SM
MD
LG