Accessibility links

logo-print

22-ე ბატალიონის ასეული დაბრუნდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან


ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 6-თვიანი სამშვიდობო მისიის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ასეული. მისმა სამხედროებმა სამშვიდობო მისია ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასეულის მთავარი ამოცანა იყო სამოქმედო არეალში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ვითარების სტაბილიზაცია. მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები როტაციის წესით შეცვალა 23-ე ბატალიონის ასეულმა.

XS
SM
MD
LG