Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ ბრენანი იცავს დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს


აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორმა ჯონ ბრენანმა განაცხადა, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკითხვის დროს აკრძალული და ზოგიერთ შემთხვევაში საზიზღარი მეთოდები გამოიყენებოდა. თუმცა, ბრენანმა ხაზგასმით განაცხადა, რომ რთულ დროს „სააგენტომ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია“. ბრენანმა 11 დეკემბერს გამართა პრესკონფერენცია სენატის დაზვერვის კომიტეტის მიერ 9 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის საპასუხოდ. სენატის დაზვერვის კომიტეტი აცხადებს, რომ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს მიერ დაკითხვის გაძლიერებული მეთოდების გამოყენება „არ იყო ეფექტიანი საშუალება სწორი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ან პატიმართა თანამშრომლობაზე დასაყოლიებლად.“ ანგარიში ვაშინგტონის დაზვერვის უწყებას ბრალს სდებს, რომ მან შეცდომაში შეიყვანა „პოლიტიკის შემუშავებაზე მომუშავე პირები და სხვები“ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა მიმართ გამოყენებული დაკითხვის მეთოდების სისასტიკის დონის შესახებ, 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდგომ წლებში.

XS
SM
MD
LG