Accessibility links

პოლონეთი აშშ-ისაგან თანამედროვე თავდაცვით იარაღს შეიძენს


პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ტომას სემონიაკმა დაადასტურა ინფორმაცია აშშ-ისაგან თავდაცვითი იარაღის შეძენის თაობაზე. ამის თაობაზე პოლონელმა მინისტრმა ტელეკომპანია ტვ 24 თან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვარშავა აპირებს შორ რადიუსზე მოქმედი სარაკეტო სისტემის შეძენას აშშ-ისაგან, რაც რეგიონში შექმნილი დაძაბული ვითარებით არის განპირობებული. 250 მილიონი დოლარის პროგრამა ითვალისწინებს, როგორც F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების, ისე ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტების შეძენას.

XS
SM
MD
LG