Accessibility links

logo-print

პოროშენკო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას „რეალურს“ უწოდებს


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „რეალური“ უწოდა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას. 9 დეკემბერს ძალაში შევიდა უკრაინის ხელისუფლებისა და პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში. „უბრალოდ ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რა მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის. ეს არის პირველი შემთხვევა რვა თვის განმავლობაში, როდესაც ჯარისკაციც კი არ დამჭრია“, - განაცხადა ავსტრალიაში ვიზიტით მყოფმა პოროშენკომ 12 დეკემბერს. თუმცა უკრაინის პრეზიდენტის ეს განცხადება ეწინააღმდეგება სამხედრო უწყების ცნობას. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ანდრეი ლისენკოს 11 დეკემბრის განცხადების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხების მიუხედავად, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში სამი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და რვა დაიჭრა პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან შეტაკებებში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG