Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისათვის ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას


219 ხმით 206-ის წინააღმდეგ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ დაამტკიცა 1,1 ტრილიონი დოლარის მოცულობის სახელმწიფო ხარჯი, რომელიც ფინანსურ გარანტიას ჰპირდება უკრაინის მთავრობას და იმ ქვეყნებს, რომლებმაც აღიარეს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია. კერძოდ, ქვედა პალატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტით, 175 მილიონი დოლარი, როგორც ევროპის უსაფრთხოების გარანტია, აშშ-ს უფლებას აძლევს სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს უკრაინასა და ბალტიის ქვეყნებს. ახალი სახელმწიფო ხარჯვის ფარგლებში უკრაინა სულ მცირე 1 მილიარდი დოლარის სესხს მიიღებს. დოკუმენტი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მოუწოდებს გაწყვიტოს კონტრაქტები რუსეთის მთავარ სამხედრო-სამრეწველო გიგანტ „როსაბორონექსპორტთან“.

XS
SM
MD
LG