Accessibility links

logo-print

ქალები ხუროთმოძღვრებაში


12-14 დეკემბერს თბილისის ისტორიის მუზეუმში ტარდება გამოფენა „საქართველოს ქალები ხუროთმოძღვრებაში“. მასში მონაწილეობენ საქართველოში მოღვაწე ქალი არქიტექტორები და დიზაინერები. გამოფენაზე წარმოდგენილი ორმოცამდე არქიტექტორი ქალის ნამუშევრები, ასევე სტუდენტების ნამუშევრებიც. გამოფენასთან ერთად 13-14 დეკემბერს ფორუმიც გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“.

XS
SM
MD
LG