Accessibility links

logo-print

ავღანეთში თალიბებმა 13 განნაღმველი მოკლეს


ავღანეთის პოლიციის ცნობით, თალიბებმა 12 განნაღმველი მოკლეს, როცა ისინი სამუშაოს ასრულებდნენ. თავდასხმა მოხდა ჰელმანდის პროვინციაში, 13 დეკემბერს. პოლიციის ხელმძღვანელის წარმომადგენლის, ობაიდის თანახმად, თავდასხმა მოხდა ბრიტანეთის ყოფილ სამხედრო ბაზის, კემპ ბასტიონის მახლობლად. ავღანელმა ჯარისკაცებმა თალიბებზე საპასუხო იერიში განახორციელეს და სამი მათგანი მოკლეს, სამი დაატყვევეს. ჰელმანდის ინციდენტი მოჰყვა უზენაესი სასამართლოს მაღალი რანგის თანამშრომლის და ორი ნატოელი სამხედროს მოკვლას ორ სხვადასხვა ინციდენტში .

XS
SM
MD
LG