Accessibility links

ბოსნიაში საომარ დანაშაულში ბრალი დასდეს 15 ეთნიკურ სერბს


ბოსნიაში საომარ დანაშაულში ოფიციალური ბრალდება წაუყენეს 15 ეთნიკურ სერბს, ყოფილ პოლიციელებს და ჯარისკაცებს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ქალაქ პიედორის არეალში ბოსნიის ომის დროს მკვლელობაში, წამებაში, გაუპატიურებაში და ასევე პირადი ქონების ძარცვასა და განადგურებაში. გამოძიების მონაცემებით, ეჭვმიტანილები სისტემატურად არბევდნენ ბოსნიელ მაჰმადიანებს სოფელ ზევოჩიში. ყველა ეჭვმიტანილი, რომელთა შორის ოფიცრებიც არიან, დააკავეს ბოლო კვირებში. ბოსნიის ომის დროს, 1992-1995 წლებში, ამ სოფლის ასეულობით მოსახლე გააგზავნეს ბანაკებში. ათეულობით ადამიანის ნეშტს, იმავე რეგიონში, ტომაშიცეს არეალში, საერთო საფლავებში მიაგნეს.

XS
SM
MD
LG