Accessibility links

logo-print

უზბეკეთში ხელოვნების თანამშრომლები გაასამართლესთაღლითობისთვის


უზბეკეთში ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებმა აღიარეს, რომ იქ დაცული ნახატების ორიგინალები გაყიდეს, მათ ნაცვლად კი ასლები გამოფინეს. ტაშკენტის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის სამი მაღალი რანგის თანამშრომელი 12 დეკემბერს თაღლითობისთვის გაასამართლეს და მათ მათ სხვადასხმა ხნით პატიმრობა მიუსაჯეს. ისინი დამნაშავედ სცნეს 1999 წლიდან 2014 წლამდე ცნობილი საბჭოთა მხატვრების ნამუშევართა გაყალბებაში და დაუდგენელი პირებისთვის ორიგინალების გაყიდვაში. ხელისუფალთა თქმით, მათ იგივე გააკეთეს ევროპული ხელოვნების საგანძურის 25 ნიმუშის შემთხვევაში.

XS
SM
MD
LG