Accessibility links

logo-print

ბრიტანეთი ერაყში თავის სამხედროთა რიცხვს მცირედ გაზრდის


ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, მაიკლ ფელონის თქმით, მისი ქვეყანა რამდენიმე ასეულით გაზრდის ბრიტანელი სამხედროების რაოდენობას ერაყში. ისინი იქ ერაყის სამთავრობო ჯარის და ქურთთა ფეშმერგის მეომრების წვრთნით დაკავდებიან, მათი, ვინც ისლამურ სახელმწიფოს ჯარს ებრძვის. ინსტრუქტორებთან ერთად იქნება მათი დამცავი ჯარის მცირე რაოდენობა. ბრიტანეთის არმიას, თქვა მინისტრმა, რომელმაც ინტერვიუ მისცა დეილი ტელეგრაფს, არ დაუდგენია სამხედროთა საბოლოო რაოდენობა, რომელიც ერაყში წავა.

XS
SM
MD
LG