Accessibility links

logo-print

კლიმატის ცვლილებებზე მოლაპარაკება ჩიხში შევიდა


პერუში, ლიმაში შაბათს გრძელდებოდა შეხვედრა, რომელზეც კლიმატის ცვლილებების საწინააღმდეგო ზომების გარშემო მსჯელობენ. შაბათს მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, როცა განვითარებად ქვეყნებმა უარი განაცხადეს, მიეღოთ საბოლოო შეთანხმების პროექტი. შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ 190 ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებმაც უნდა შეიმუშაონ გეგმა, როგორი უნდა იყოს საბოლოო შეთანხმება, რომლის გარშემო საფრანგეთში გაისად უნდა იმსჯელონ.

XS
SM
MD
LG