Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კათოლიკოს-პატრიარქი საყდრისში მომხდარ აფეთქებას გმობს


პატრიარქი საყდრისის მაღაროში მომხდარ აფეთქებას გმობს და ხელისუფებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს, იტყობინება სააგენტო მედიანიუსი. აღნიშნულ საკითხს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე შეეხო. "საყდრისთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საყდრისი. ამას ამბობენ მეცნიერები, რომ ეს არის უძველესი ოქროს საბადო საქართველოში. ამ დღეებში მოხდა აფეთქება და საქართველოს ეკლესია გმობს ამ აქტს. ჩვენ ვგმობთ ამ აქტს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს აფეთქება მოაწყო. ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ გამოძიებული იყოს, რათა დადგინდეს აქტის ჩამდენი და სათანადო სასჯელი მიიღოს", - ბრძანა პატრიარქმა. კომპანია "არ-ემ-ჯიმ" გუშინ საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა და ორი აფეთქება განახორციელა. ამის შედეგად, სავარაუდოდ, განადგურდა მეცნიერთა მიერ მსოფლიოს უდიდეს ოქროს საბადოდ მიჩნეული ობიექტი.

XS
SM
MD
LG