Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშღარ ღანიმ ტერაქტები დაგმო


ავღანეთის პრეზიდენტმა, აშღარ ღანიმ დაგმო მეამბოხეთა ბოლო კვირებში მიერ მოწყობილი ტერაქტების ტალღა ავღანეთში, იმ პერიოდში, როცა აშშ-ის მეთაურობით მოქმედი უცხოეთის ჯარები ქვეყანას ტოვებენ. ღანიმ ტელევიზიით განაცხადა, არასოდეს დავნებდებითო, და მოუწოდა ყველა რელიგიურ, პოლიტიკურ და თემთა ლიდერებს, დაგმონ ტერაქტები. ღანი ხმამაღლა ამბობდა, "კმარა, მეტი არაო" და მომხდარს უწოდებდა „არაისლამურს“, „არაადამიანურს“. ავღანეთიდან საერთაშორისო ჯარის მთლიანად გასვლამდე ორი კვირა დარჩა. მხოლოდ გუშინ ავღანეთში თალიბანმა 19 ადამიანი მოკლა, მათ შორის სასამართლოს მაღალი რანგის წევრი.

XS
SM
MD
LG