Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რომში ჩავიდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ჩავიდა რომში, სადაც თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს უნდა შეხვდედროდა. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის კრიზისია. შევხედრა 14 დეკემბრის საღამოსთვის იყო დაგეგმილი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა წინა დღით თქვა, რომ სერგეი ლავროვი ჯონ კერისთან შეხვედრისას, კვირას,რომში აპირებს თავის კოლეგასთან ერთად განიხილოს ანტირუსული განწყობილების საკითხი, ასევე ვაშინგტონის მცდელობები, მოახვიოს თავს რუსეთს მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილებები. ლავროვი კერისთან დასვამს ასევე, უკრაინისთვის ამერიკის დახმარების კანონპროექტის საკითხს. კერი რომში დარჩება, რადგან იქ ორშაბათს, 15 დეკემბერს, ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეტანიაჰუს ხვდება, პალესტინელთა სახელმწიფოებრიობის მიმართ ევროპაში გაძლიერებულ გრძნობებზე მოელაპარაკოს.

XS
SM
MD
LG