Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დაზვერვის სამსახურმა ესტონეთში თავისი ყოფილი ჯაშუშის ვინაობა გაამხილა


რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გამოაქვეყნა გვარი თავისი ერთ-ერთი ყოფილი ჯაშუშისა, რომელიც 20 წლის განმავლობაში საქმიანობდა მსტოვრად ესტონეთის შინაგანი უშიშროების პოლიციაში. „ეფ-ეს-ბეს“ თანახმად, უდო პუუსეპი იყო ჯაშუში, რომელსაც საკვანძო მნიშვნელობა ჰქონდა ესტონეთში ანტი-რუსული საქმიანობის და აშშ-ის, შვედეთის, ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების უშიშროების სამსახურების მოქმედების შესახებ ინფორმაციის მოპოვების საქმეში. პუუსეპმა რუსეთის არხ „ენ-ტი-ვის“ 14 დეკემბერს მისცა ხანგძლივი ინტერვიუ, ესტონეთის უშიშროების პოლიციაში მუშაობის და იქიდან ინფორმაციის რუსეთისთვის მიწოდების შესახებ. ის „კა-გე-ბეს“ 1970 წელს შეუერთდა და ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ესტონეთის ხელისუფლებამ დაიტოვა სამახურში. ესტონეთში სამსახურიდან პუუსეპი სამი წლის დაითხოვეს და ის რუსეთში გადასახლდა.

XS
SM
MD
LG