Accessibility links

logo-print

კლიმატის შესახებ მოლაპარაკებაზე კომპრომისს მიაღწიეს


გაეროს მოლაპარაკებაზე, რომელიც კლიმატის ცვლილებას ეძღვნება, მიაღწიეს კომპრომისულ შეთანხმებას, რომელიც მომავალი საერთაშორისო ხელშეკრულების პირობებს ადგენს. გაისად პარიზში უნდა მოხდეს მორიგება ამ დოკუმენტს გარშემო, რომელმაც უნდა დაამტკიცოს სათბურის გაზების გამოყოფის შემცირების გზები. პერუში, ლიმაში 190 ქვეყნის წარმომადგენლი იყო შეკრებილი და ორი კვირის განმავლობაში მსჯელობდნენ. პერუს გარემოს დაცვის მინისტრმა,მანუელ პულგარ-ვიდალმა თქვა, რომ შეთანხმება არ არის სრულყოფილი, მაგრამ ყველა შეკრებილის აზრს გამოხატავს. გარემოს დამცველი ორგანიზაციის, ბუნების მსოფლიო ფონდის ბუნების დაცვის პოლიტიკის ხელმძღვანtელმა, სემ სმითმა თქვა, რომ შეთანხმება „სუსტი იყო, უფრო სუსტი გახდა და მართლაც ძალიან სუსტია“.

XS
SM
MD
LG