Accessibility links

logo-print

სიდნეის ცენტრში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა


ბოლო ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანმა სირბილით დატოვა სიდნეის ცენტრში მდებარე შენობა, რომელშიც შეიარაღებულმა პირმა დაუზუსტებელი რაოდენობის ადამიანები მძევლად აიყვანა. დღევანდელი ტელერეპორტაჟის მიხედვით, სულ ცოტა სამი ხელებაწეული ადამიანი იდგა ფანჯარასთან, მათ თავზე კი შავი დროშაა არაბული წარწერით. თვითმხილველთა ინფორმაციით იყო სროლის ხმა. პოლიციას არ აქვს ინფორმაცია დაშავებულებზე. პრემიერ-მინისტრმა ტონი ებოტმა ჟურნალისტებს დედაქალაქ კანბერაში განუცხადა, „არ ვიცით ეს არის, თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული ქმედება, თუმცა, არის გარკვეული ნიშნები, რომ ეს შესაძლოა ასეც იყოს“. ებოტის განცხადებით, პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის მთელი არსი ადამიანების უკიდურესად შეშინებაა - „ავსტრალია მშვიდობიანი, ღია და დიდსულოვანი საზოგადოებაა - ეს არასდროს არაფერმა უნდა შეცვალოს“. პოლიციის კომისარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამართალდამცავები გადავიდნენ ტერორისტული მოვლენის შესატყვის მოქმედებებზე. პოლიციას ჯერ არ ჰქონია პირდაპირი კონტაქტი შეიარაღებულ პირთან. თვითმხილველების თანახმად, კაფეში დაახლოებით 13 პირია დატყვევებული. მძიმედ შეიარაღებულმა პოლიციამ სიდნეის ცენტრში მარტინის მოედანი შემოსაზღვრა. სწორედ იქ, „ლინდტის“ შოკოლადის კაფეში იმყოფებიან მძევლები.

XS
SM
MD
LG