Accessibility links

logo-print

ომბუდსმენმა სამინისტროს მოუწოდა, შექმნას ჯგუფი საყდრისის მაღაროს საკითხზე სამუშაოდ


საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოუწოდა, საყდრისის მაღაროს საკითხზე შექმნას ჯგუფი, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე იმუშავებს. ნანუაშვილის განცხადებით, მაღაროსთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე მიმდინარეობს სასამართლო დავა, თუმცა, მიუხედავად ამისა, 13 დეკემბერს კომპანია RMG-იმ სამთომოპოვებითი სამუშაოები განაახლა. ამ ფაქტს ომბუდსმენმა ძალიან სამწუხარო უწოდა. უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, საკითხის კანონიერების შესწავლას სახალხო დამცველის აპარატიც განაგრძობს.

XS
SM
MD
LG