Accessibility links

logo-print

საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროვოკაციული უწოდა რაულ ხაჯიმბას განცხადებას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოპულისტური დაპროვოკაციული უწოდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებას, რომ ენგურჰესი აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს. „ჯერ ერთი, ტექნიკურად შეუძლებელია მოხდეს ის, რასაც ხაჯიმბა ამბობს და მეორე და მნიშვნელოვანია ის, რომ მიუხედავად მრავალწლიანი კონფლიქტისა, ენგურჰესის გამო მხარეთა თანამშრომლობაა ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო, რაც ნდობას იწვევს", - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ. ისდარწმუნებულია, რომ დღეს არსებულ სტატუს კვოს არაფერი ემუქრება. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 11 დეკემბერს განაცხადა, რომ უნდა შემუშავდეს დოკუმენტი, რომელიც ენგურჰესის მფლობელობის საკითხს გადაწყვეტს, რადგან ის, რაც აფხაზეთში მდებარეობს აფხაზი ხალხის საკუთრება უნდა იყოს.

XS
SM
MD
LG