Accessibility links

logo-print

ობამას გაუგზავნეს სენატში დამტკიცებული კანონპროექტი უკრაინის შესახებ


აშშ-ის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს უკრაინისათვის სამხედრო დახმარების მიწოდებისა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ, რის შემდეგაც კანონპროექტი ხელმოსაწერად გაეგზავნა პრეზიდენტ ბარაკ ობამას. თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლის განცხადებით, სანქციების საკითხში მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან საერთო პოზიციის შესანარჩუნებლად, რუსეთისთვის დანაკარგის ოპტიმიზაციისა და ამერიკული ბიზნესის, ნავთობის ბაზრებისა და გლობალური ეკონომიკის დანაკარგის მინიმიზაციის დასაცავად. ოფიციალური პირის განმარტებით, თეთრი სახლში იმსჯელებენ იმაზე, თუ რამდენად არის შესაძლებელი ამ მიდგომის შენარჩუნება ახალი კანონპროექტით. ვარაუდობენ, რომ უკრაინის შესახებ კანონპროექტი დავას გამოიწვევს კონგრესსა და პრეზიდენტს შორის. ის უფრო მკაცრი პასუხია უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე, ვიდრე ზომები, რომლებსაც ვაშინგტონი ახლა მიმართავს.

XS
SM
MD
LG