Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუბლის კურსი დოლართან მიმართებით 60-ის ნიშნულს გასცდა


რუსეთის ეროვნული ვალუტის კურსი მორიგ სარეკორდოდ დაბალ მაჩვენებელზე დაეცა დოლართან მიმართებით.15 დეკემბრის საღამოს მონაცემებით, ერთი დოლარის ფასი 63 რუბლს გასცდა (63,4), ხოლო ევროსი - 78 რუბლს (78,81). 2014 წელს რუბლს დოლართან და ევროსთან მიმართებით თავისი ღირებულების თითქმის ნახევარი აქვს დაკარგული - უმეტესწილად მას შემდეგ, რაც აშშ-მა, კანადამ, ევროკავშირმა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა რუსეთს დაუწესეს სანქციები უკრაინაში მისი მოქმედების გამო. ანალიტიკოსების ვარაუდით, რუსეთის ცენტრალურ ბანკს მოუწევს, ზომებს მიმართოს რუბლის გასაძლიერებლად. წელს რუსეთში 80 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს ეროვნული ვალუტის გასამყარებლად.

XS
SM
MD
LG